,,ისევ გვისმენენ” სამართალდამცავებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს”

კამპანია “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ეს შენ გეხებაში” შემავალი ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “თაიმერს” უცვლელად გთავაზობთ.
“8 სექტემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ განაცხადა.
ეკა მიშველაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაში კონტექსტს ამძიმებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტთან ერთად, თვალთვალი, სავარაუდოდ, ხორციელდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზეც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებზე ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ეჭვი გაჩნდა. 2014 წლის მაისში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში აღმოაჩინეს ფარული ვიდეო აპარატურა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის ცნობილი ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რაც ამ მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ საქმიანობაზე მიუთითებს. კამპანია “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” სამართალდამცავ ორგანოებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ჩემი ნარკოტიკი ლელა წურწუმიაა, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის”
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამეტის დამატებითი 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია