C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამეტის დამატებითი 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამეტის „სოფოსბუვირის“დამატებითი 5000 ფლაკონი საქართველოშია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, პრეპარატი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის. მისი განბაჟება ცოტა ხნის წინ მოხდა და განსაკუთრებულად დაცულ საცავში, შესაბამისი ნორმების დაცვით ინახება.
შეგახსენებთ, რომ მედიკამენტი კომპანია „გილიარდმა“ საქართლოს მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის უფასოდ გადმოსცა. პროგრამის, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ერთვება ღვიძლის მე-3 და მე-4 ხარისხის დაზიანების პაციენტები. შემდეგ კი ეტაპობრივად C ჰეპატიტით დაავადებული ყველა პაციენტი. დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა, სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს.
პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარადგინონ: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი (თბილისი.ალ.ყაზბეგის N16) 2. “ჰეპა”(თბილისი, ლუბლიანას 18/20)  3. “ნეოლაბი” (თბილისი, ნუცუბიძის 8) 4. “მრჩეველი” (თბილისი, ყაზბეგის გამზ.9) 5. შპს “ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო” (ზუგდიდი,  ონარია) 6. შპს „ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი” (ქ. ბათუმი, რ.თაბუკაშვილის 17, ჯ.ქათამაძის 11) 7. შპს მულტიპროფილური ჰოსპიტალი მედიქალ სიტი(ქ. ქუთაისი, ფოთის ქ. N40) 8. შპს ლივერმედი (ქ, ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N26) 9. ააიპ ,,იმერეთის განვითარების ცენტრი“ (ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. N27 /გრიშაშვილის მე-4 შესახვევი N9) 10. • შპს ,,ქ. რუსთავის N1 დიაგნოსტიკური ცენტრი”(ქ. რუსთავი, გ. ოდიშარიას N19)  11. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. (ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. N56)

 

banner
წინა სტატიაში,,ისევ გვისმენენ” სამართალდამცავებს ეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს”
შემდეგი სტატია“354.7 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია”