ირინა სარიშვილი:დიპლომატია არ ნიშნავს ტყუილის ან არაფრის თქმას

გთხოვთ ყურადღებას ყველას, ვინც ხვალინდელ 18 ივლისის , აქციაზე მისვლას ვგეგმავთ, ვინც წინააღმდეგია ამ აქციის ან მისი მოთხოვნის. რასაც ეხლა დავწერ, ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა მგონია, საფუძველს მოკლებული იყოს. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ძალიან საშიში თამაში დაიწყო! ფაქტია, რომ რუსეთმა ხურვალეთში საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა სრულიად განსაზღვრული მიზნით და გათვლით მოახდინა. რუსეთის ხელისუფლება სავარაუდოდ ელის მოვლენათა ორგვარ განვითარებას: 1. ხალხი ამაზე ხმას არ ამოიღებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის სიფრთხილისკენ მოწოდების საფუძველზე, რასაც შედეგად ძალიან მალე მოყვება რუსეთის შემოსვლა ქართველი ხალხის ხელით დაგებულ წითელ ხალიჩაზე. 2. საოკუპაციო ნიშნულის გადმოწევა გამოიწვევს მოსახლეობის ნაწილის პროტესტს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მომხრეებს დაუპირისპირებს როგორც სახელისუფლებო სტრუქტურების, ასევე რიგითი მოქალაქეების დონეზე. საქმე შესაძლოა საქართველოს ბრიყვი და მავნებელი ხელისუფლების

ირინა სარიშვილი  “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუს აფასებს, რომელიც ტელეკომანია რუსთავი 2–ის ეთერში გავიდა.

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ე მესმის, რომ დღეს პრეზიდენტს ძველი უფლებები არა აქვს.
მაგრამ მას აქვს ლაპარაკის და სიმართლის თქმის უფლება.
მე მესმის, რომ პრეზიდენტი, თუნდაც შეკვეცილი უფლებებით, ქვეყნის პირველი პირია და საკუთარ მოსაზრებას რადიკალურად ვერ გამოთქვამს.
მაგრამ დიპლომატია არ ნიშნავს ტყუილის ან არაფრის თქმას.
მე ყველა პრეზიდენტს ვიცნობდი, თან კარგად.
ვიყავი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგი, მაგრამ პატივს ვცემდი.
ვიყავი შევარდნაძის მომხრეც და წინააღმდეგიც და ისიც პიროვნება იყო.
ვიყავი სააკაშვილის წინააღმდეგი, რაღაცეებში ვეთანხმებოდი, რაღაცეებში დღესაც ვერ ვეთანხმები, მაგრამ დღეს წარმატებას ვუსურვებ იქ, სადაც არის და სადაც საქართველოს ბედი წყდება, რადგან ის უძლიერესი პიროვნებაა.
ამდენი შეკითხვის პასუხად, რომლებიც ეხებოდა ქვეყნის უმწვავეს პრობლემებს,როგორც საშინაო, ასევე საგარეო კუთხით, როცა ადამიანი ადექვატურად მხოლოდ იმაზე რეაგირებს, ვინ უნდა ყოფილიყო ამერიკაში დელეგაციის ხელმძღვანელი და სხვა ყველაფერზე ისეთ პასუხებს იძლევა, რომლის მოკლე შინაარსსაც თავადაც ვერ გაიმეორებს, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: გაბუნიამ და მისმა მაყურებელმა დრო დაკარგა, დრო, რომელიც შეიძლებოდა, ბევრად სასარგებლო თემებისთვის დაეთმო.
ერთადერთი შედეგი, რაც ამ ტანჯულ ინტერვიუს შეიძლება მოჰყოლოდა “პრეზიდენტისთვის” – სავარაუდოდ კარგა გვარიანად წონაში დაიკლო.
ეს სტატუსი არ არის პრეზიდენტის წინააღმდეგ – რაც არ არსებობს, იმის წინააღმდეგი ვერ იქნები-წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თურქეთში
შემდეგი სტატიაექსკლზუივი-საგარეჯოს არჩევნები „ოცნებას“ საბოლოოდ დაშლის?!