ექსკლზუივი-საგარეჯოს არჩევნები „ოცნებას“ საბოლოოდ დაშლის?!

საგარეჯოს არჩევნები „ოცნებას“ საბოლოოდ დაშლის?!
რას ამბობენ საგარეჯოელები თინა და თამარ ხიდაშელებზე

IRI: გამოკითხულთა 24%-ს პრობლემების მომგვარებლად "ოცნება" მიაჩნია, 10%-ს - ენმ
ოქტომბრის ბოლოს, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს – საგარეჯოსა და მარტვილის რაიონებმა, როგორც იტყვიან, გამოკლებული დეპუტატების შემცვლელები უნდა აირჩიონ. ამ მხრივ მარტვილზე საინტერესო საგარეჯოა, სადაც მაჟორიტარობას „პატრიოტთა ალინსის“ ერთ-ერთ ლიდერ, ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან ერთად, კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკელებთან“ დაახლოებული კანდიდატი, ვინმე თამარ ხიდაშელიც გეგმავს. როგორც „თაიმერს“ აგდილობრივება უთხრეს, თუ ყველაფერი წესით და რიგით ჩატარდა, ინაშვილს დეპუტატობა გარანტირებული აქვს, მაგრამ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „რესპები“ ყველაფერს გააკეთებენ, რომ დეპუტატი ხიდაშელი გახდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ორივე რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის დასახელება ელარჯივით გაწელა. არადა, „თაიმერის“ ინფორმაციით, მაჟრტარობის კანდიდატებზე მსჯელობა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო.
„როგორც კი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, გარკვეულ ადამიანებს იმედი მიეცათ, რომ მის ადგილს დაიკავებდნენ. სხვათა შორის, მაშინ პარტია „ქართულ ოცნებას“, თავიდან ბოლომდე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აკონტროლებდა. შესაბამისად, დეპუტატობის მსურველებიც მოლაპარაებებს მის „სასტავთან“ აწარმოებდნენ. ამავე დროს, ვიცი, რომ საგარეჯოს მაჟორიტარობა ყოფლი პრემიერის ერთ თანაკურსელსაც უნდოდა, რომელსაც, თუ არ ვცდები ფქვილის თუ ხორბლის ბიზნესი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ყური მოვკარი, რომ წისქვილკომბინატს ამუშავებს. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ამ „მარათონში“ ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა, მაგრამ ვიდრე კალაძე სასურველ კანდიდატს შეარჩევდა, მოვლენები ელვის სისწრაფიდ განვითარდა, ანუ პარტიაში მისი პოზიციები შესუსტდა.
გარდა ამისა, „რესპებმა“ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ საგარეჯოს ქვოტა მათ ეკუთვნოდათ და არავის, ანუ კოალიციაში შემავალ არც ერთ სუბიექტს არ დაუთმობდნენ,“ – უყვება „თაიმერს“ კარგად ინფორმირებული წყარო.

თუ ლარი კვლავ გაუფასურდება, შესაძლოა, ელექტროენერგია კიდევ გაძვირდეს
მისივე თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების ერთგვარი კონკურსი გაიმართა და „ქართული ოცნების“ კალაძის ფრთამ თითქოს გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, ისე მოხდა, როგორც მოხდა – „რესპუბლიკელებმა“ თავისი გაიტანეს და პოლიტიკურ სცენაზე ვინმე თამარ ხიდაშელი გამოაჩინეს.
„ის, რომ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თავდაცვის მინისტრის მოგვარეა, შემთხვევითი არ არის – ეს პიარის ერთგვარი სახეა, თუმცა საგარეჯოში ამბობენ, რომ თინა და თამარ ხიდაშელი შორეული ნათესავებიც არიან. საერთოდ, საგარეჯოელები ძალიან გაბრაზებულები არიან და ღიად აცხადებენ, რომ ერთმა ხიდაშელმა არაფერი გაუკეთათ და მეორე რას გაუკეთებთ.
მართალია, ისეთი აურა იქმნება, რომ თინა ხიდაშელი, როგორც დეპუტატი, რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. კი ბატონო, საბავშვო ბაღებში ბავშვები თინას ინიციატვით უფასოდ დადიან, მაგრამ თუ გახსოვთ, „ოცნება“ ახალი მოსული იყო, საგარეჯოში დიდი კორუფციული სკანდალი რომ გასკდა. თინამ ეს ხმაური თითქოს ჩაფარცხა, მაგრამ ხალხი ამ ამბავზე დღესაც ლაპარაკობს და ბევრ კითხვასაც სვამს,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ადამიანი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა პოლიტიკოსები, როცა საჭიროება მოითხოვს, გარკვეულ რჩევა-დარიგებას ეკითხებიან.
„ბიძინას რომ სდომებოდა, რასაკვირველია, კალაძის გუნდი პარტიაში ისევ „პარადს წაიყვანდა“ და „რესპები“ ვერც თავიანთი კანდიდატის გაყვანას მოახერხებდნენ, მაგრამ აქ საქმე, გარდა იმისა, რომ გავლენას ეხება, ლაპარაკია ღირსებაზეც არის, ანუ „რესპუბლიკელებს“ საგარეჯო სხვისთვის რომ დაეთმოთ, ბიძინას თვალში მათი ავტორიტეტი გარკვეუწილად შესუსტდებოდა… ამ თამაშში პრემიერის ფრთა არ ჩარეულა და ყველაფერს გარედან აკვირდებოდა. უფრო მეტსაც გეტყვით, ღარიბაშვილს საგრეჯოში თავისი კანდიდატურა არც ყოლია. პრინციპში, ეს არჩევნები, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური ღირსების თემაა, თორემ როგორც გავიგე, კოალიცია დიდ ფულს არც საარჩევნო კამპანიაში ხარჯავს. რაც შეეხება ადმისნიტრაციულ რესურსებს, ამ მხრივაც „რესპები“ აქტიურობენ, ანუ თამარ ხიდაშელის მხარდასაჭერად საგარეჯოში, არასამუშაო საათებში, მინისტრთა კაბინეტის „რესპუბლიკელი“ წევრები და ძირითადად ის დეპუტატები დადიან, რომელთა ერთგულებაშიც „ოცნებას“ დიდი ხანია, ეჭვი ეპარება.

tina-xidasheli
რაც შეეხება ფინანსებს, ისეთ რაიონში, როგორიც საგარეჯოა, არჩევნები, მინიმუმ, 250 ათასი ლარი ჯდება, აქ იგულისმება საწვავი, კოორდინატორების ანაზღაურება და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ვიცი,პარტიის ცენტრალურმა ოფისმა კანდიდატებს უთხრა, რომ ყველაზე ბევრი, რის დახარჯვასაც შეძლებს, 50-დან 100 ათასამდეა. ამდენი ფული „რესპებს“ არ ექნებათ, თან ხალხის გაწყობაც უფრო ინაშვილის სასარგებლოდ მეტყველებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ შუალედური არჩევნები დიდი ხმაურით ჩატარდება,“ – გამოთქვამს საკუთარ ვერსიას „თაიმერის“ არადეკლარირებული რესპოდენტი.
მისივე მოსაზრებით, თუ ისე მოხდა, რომ თამარ ხიდაშელი დამარცხდა და საგარეჯოს მაჟორიტარი ირმა ინაშვილი გახდა, ეს კოალიციაშია შესაძლოა, ახალი განხეთქილების საბაბად იქცეს.
„რესპებმა“ შესაძლებელია, კოალიცია იმაში დაადანაშაულონ, რომ მმართველმა გუნდმა ხიდაშელზე სათანადოდ არ იმუშავა, ანუ გაწირა. ასეთი ბზარი თუ გაჩნდა, მაშინ 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში სხვა დინებები განვითარდება და „ოცნების“ ისედაც მყიფე მდგომარეობა კდევ უფრო მყიფე გახდება,“ – ამბობს „თაიმერის“ ინფორმატორი.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:დიპლომატია არ ნიშნავს ტყუილის ან არაფრის თქმას
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთმა რუსეთს ,,საღვთო ომი,, – ჯიჰადი გამოუცხადა…