ირაკლი ჩიქოვანი: „ხელისუფლება ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს“

ხელისუფლებას და მმართველ კოალიციას შეუძლია გათელოს ყველა ინსტიტუტი

11091063_1124366720922902_507454022_o“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მთავრობა ვერ უმკლავდება ეკონომიკურ კრიზისს და არც სამოქმედო გეგმა აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ქვეყანა სავალუტო კრიზისს განიცდის, რაც ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაციის წინა პირობაა. ამ სახის პრობლემა საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ჰქონდა. მაშინ საერთაშორისო პარტნიორებმა და დონორებმა ჩვენი ქვეყანა კოლაფსს გადაარჩინეს. დღეს რეგიონში ომი მიმდინარეობს, რამაც საქართველო დააზარალა. თუმცა, ქვეყანას ამის შესაჩერებლად და საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია. სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას ვერ აყალიბებს და ზოგადად საუბრობს. აუცილებელია დონორებთან საუბარი, ძველი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაუყონებლივ გაგრძელება, ასევე ინვესტორებთან 24- საათიანი მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ მთავრობას ან სურვილი ან შესაძლებლობები ჰქონდეს,” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ნდობა გაფლანგა. „ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაითვალისწინა წარსულის მწარე მაგალითები და საკუთარი და საკუთარი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჭარბი ნდობის დიდი ნაწილი გაფლანგა. ხელისუფლებამ სტაბილურობის სახელით ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი კითხვის ქვეშ დააყენა, რაც ძალიან ჰგავს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სტაბილურობის სახელით დემოკრატიის შეზღუდვას. ხელისუფლებას არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მობრუნების შიშით შეაკავოს საზოგადოებაში მის მიმართ სწრაფად დაგროვილი რისხვა” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიდედოფალმა ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი ივანიშვილი