ზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი ივანიშვილი

ზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მათ შორის იმას, რომ მნიშვნელოვანია უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს საარჩევნო რეფორმა, თუმცა სხვა ტიპის კომენტარები, იმ გამოწვევის ფონზე, რაც ეკონომიკას შეეხება, ჩემი აზრით იყო ძალიან ზოგადი. მას არ გაუმახვილებია ყურადღება იმ პრობლემებზე, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ შექმნა და არ ისაუბრია იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს იმყოფება.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, აქაც იყო სრული ამოვარდნა „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკიდან, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო საკითხი არ უნდა ფიგურირებდეს. ეს არის 180 გრადუსი საპირისპირო იმისა, რაც ეწერა ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში.
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს არ დაესწრო მთავრობა.
მან არ დაასახელა და ალბათ ვერ გაბედა რომ დასახელება, რომ მთავარი პრობლემა გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს მთელ ქვეყანას. მან ვერ გაბედა, რომ პირდაპირ დაესახელებინა და მე ვიტყოდი რომ „ხელი შეაწმინდა“ რაღაც საბჭოებს და ამ საკითხს დაუბრუნდა სამჯერ. სამჯერ მიუახლოვდა რომ დაესახელებინა, მაგრამ ვერ დაასახელა.
აქცენტები, რომელიც პროკურატურაზე გააკეთა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა სამწუხაროა რომ კიდევ ამაზე გვიწევს საუბარი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: „ხელისუფლება ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს“
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი არ შეეხო პრობლემის საფუძვლებს – აცხადებს სერგო რატიანი