დედოფალმა ბრიტანეთის პარლამენტი დაითხოვა

ბრიტანეთმა გუშინ პარლამენტი დაითხოვა, რაც წინასაარჩევნო კომანიის ოფიციალური სტარტია. პირველივე დღეს ოპოზიციონერმა ლეიბორისტმა მილიბანდმა ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და დაპირდა, რომ თუკი მისი პარტია გაიმარჯებს, ბრიტანეთი ევროკავშირის ზონიდან არ გამოვა, რადგან ეს ნაბიჯი დამღუპველი იქნება სახელმწიფოსთვის. თავის მხრივ, დევიდ კემერუნმა მოსახლეობას მიმართა, რომ ლეიბორისტების არჩევნებში გამარჯვება ქვეყნისთვის ბევრი მაჩვენებლით უკან გადადგლმული ნაბიჯი იქნება.

დევიდ კემერონმა გუშინ ტრადიციული რიტუალი ჩაატარა, რომელიც წინასაარჩევნო კომპანიის დასაწყისისას ხდება: ბუკინგემის სასახლეში დედოფალს ეახლა და მას სთხოვა დაეთხოვა პარლამენტი. სასახლეში სტუმრობიდან რამდენიმე საათში კემერონი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის ეკონომიკური წინსვლები, რომელსაც ქვეყანამ მისი პარტიის მმართველობისას მიაღწია. მან ასევე მოსახლეობა გააფრთხილა იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც დადგება, თუკი ისინი ლეიბორისტებს მისცემენ ხმას 7 მაისის არჩევნებზე.
„თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეკონომიკა, როელიც იზრდება, ქმნის სამუშაო ადგილებს, ამუშავებს საზოგადოებრივი დაზრვევის სისტემას, და მთავრობა, რომელიც გადასახადებს 30 მილიონით შეამცირებს ბრიტანელებისათვის. ან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ეკონომიკური ქაოსი, რომელსაც ედ მილიბანდი გპირდებათ, რომელიც გადასახადს 3 ათასი ფუნტით გაუზრდის თითოეულ მომუშავე ოჯახს“ – განაცხადა დევიდ კემერონმა.
ოპოზიციონერი ლიდერი ედ მილიბანდი კემერონს ვალში არ დაურჩა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მისი გეგმა ბრიტაენთის ევროკავშირიდან გამოყვანის შესახებ, რომელიც, ლეიბორისი ლიდერის თქმით, „ქვეყნის სამუშაო ადგილებს, ბიზნესს, თითოეულ ოჯახს ჩიხში შეიყვანს“ – განაცხადა მთავარმა ლეიბორისტმა.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვას პოლიცია პრემიერის ატესტატს ეძებს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: „ხელისუფლება ვერ უმკლავდება არსებულ პრობლემებს“