ირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა

იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის-ირაკლი ღარიბაშვილი

27 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთს ეწვევა. აღნიშნულ ვიზიტზე განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ რუმინეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

ბოგდან აურესკუს თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის რუმინეთში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულება.

ამასთან, საუბარი შეეხება ბათუმსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენას და საქართველოს სატრანსპორტო კორიდორის გაძლიერების მნიშვნელობას.

ცნობისათვის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკო საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. მან რუმინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ლექცია წაიკითხა, დღეს კი საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრიოს შემდეგ, პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს მოლაპარაკებებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილმა რუმინელი კოლეგა მიიღო
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჯოკია ბოდოკიაზე მიმდინარე გამოძიებას