დავით ნარმანია: მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ჯოკია ბოდოკიაზე მიმდინარე გამოძიებას

ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ნამდვილად ვერ გეტყვით, გამოძიება რა მიმართულებით წარიმართება. ეს არის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება გამოძიების პროცესი. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ გამოძიებას. ის ინფორმაციები, რაც მათ სჭირდებათ მივაწოდეთ. ასე, რომ სხვა დანარჩენი გამოძიებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მას 180 000 დოლარის ქრთამად აღებას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი 27 თებერვალს რუმინეთს ეწვევა
შემდეგი სტატია“ყველა მხრივ უნდა შემოწმდეს, რამდენად იქნება კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი”