ირაკლი ღარიბაშვილი: სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას, რადგან ტერორიზმს არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა სამძიმარი და თანადგომა”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაში„70-იანი წლების შემდეგ, ენერგეტიკაში ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა“
შემდეგი სტატია“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის გაზიფიცირება დავასრულოთ”