“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის გაზიფიცირება დავასრულოთ”

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 115 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

მისი თქმით, ნოემბრის ბოლომდე კონფლიქტისპირა სოფლების მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირით სარგებოლობის საშუალება მიეცემა.

„რაც შეეხება პროექტებს რაც განხორციელდა და რაც იგეგმება სამომავლოდ, პირველი, ესაა მოსახლეობისთვის ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება. სამი წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 115 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ამ მიმართულებით დიდი მოთხოვნაა. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის დავასრულოთ ამ მიმართულებით მუშაობა. 2014 წლის მარტში დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროგრამა, რის შედეგადაც ოკუპირებულ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში მოხდა გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ვგეგმავთ ნოემბრის ბოლომდე ყველა იქ მაცხოვრებელ ადამიანს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით, ესაა დაახლოებით 13 000 ოჯახი“, – განაცხადა კალაძემ, უწყების სამი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას
შემდეგი სტატია,,სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური”