ირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რითაც ხელისფლებაში მოვედით

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რითაც ხელისფლებაში მოვედით და რაზეც დავაშენეთ ჩვენი პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენი მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან ძვირფასია თითოეული პოლიციელი. მე ვიცი, რაოდენ რთულია თქვენი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს, ხშირად ავიწყდებათ მათ შორის პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, თუ რაოდენ მძიმე ტვირთს ატარებთ თქვენ. ეს არის 24 საათიანი მუშაობა, უძილო ღამეები. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო და საპატიო იყო ის, რომ ერთი წლის განმავლობაში მერგო პატივი, ვყოფილიყავი შს მინისტრი. მე შემიძლია ამაყად და თავისუფლად გითხრათ, რომ მე გულწრფელად ვემსახურე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მჯერა, რომ თითოეული ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე აძლიერებდა ამ სამინისტროს, მაგრამ არა ჩემი ან ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან დღემდე ბევრი გავაკეთეთ ამ სისტემის გარდაქმნის საქმეში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ მისი შს მინისტრობის დროს დაიწყო ძირეული რეფორმები, ტრანსფორმაცია, რამაც განაპირობა პოლიციელების სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება.
“ჩვენს მიერ გაცხადებული მთავარი პრინციპები არის სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება ვახტანგ გომელაურის შს მინისტრობის დროსაც.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები სოხუმის ქუჩებს სახელებს უცვლიან…
შემდეგი სტატიანოემბრის სამი დღე, რომელმაც ისტორია შეცვალა