ნოემბრის სამი დღე, რომელმაც ისტორია შეცვალა

Kombo ,,ბროლის ღამე,, – ამ ისტორიული მოვლენის სახელწოდება ასოცირდება მოიერიშეთა რაზმების (SA) მიერ ებრაელების და მათ მფლობელობაში მყოფ მაღაზიების დარბევასთან. თუმცა ყოველივე მხოლოდ ოფიციალური ვერსიაა და ისევე როგორც მედალს ორი მხარე აქვს, 1938 წლის 9–10 ნოემბრის ქმედებებს გერმანიასა და ავსტრიაში წინ უძღოდა პროვოკაციები, რომლის შესახებ დღეს ან თავს არიდებენ ან სულაც არ სურთ საუბარი. ცხადი რომ გახდეს ყოველივე მივყვეთ ფაქტებს.

1936 წელს გერმანიამ როგორც ზამთრის ასევე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ევროპულმა სახელმწიფოებმა აშშ–ს მსგავსად მკვეთრი მითითებები მისცეს რეიხს, რათა ამ უკანასკნელს ებრაელთა დევნა შეეწყვიტა. ამჯერად თავადვე მოიერიშეებმა ჩამორეცხეს ებრაელთა მაღაზიებიდან დავითის ვარსკვლავის სიმბოლიკა. ბერლინის ზაფხულის ოლიმპიადამ შთამბეჭდავად და რაც მთავარია პომპეზურად ჩაიარა. ოდნავ წინ რომ წავიდეთ, სპორტულ ღონისძიებამდე, ბერგჰოფს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი საიმონ–ჯორჯი ეწვია. მას პირადად ჰქონდა შეხვედრა ,,მაინ კამფი,,–ს ავტორთან და ლონდონში დაბრუნებისთანავე, რადიო ბი–ბი–სი–თვის მიცემულ ინტერვიუში ალბიონელმა დიპლომატმა განაცხადა: – ადოლფ ჰიტლერი თანამედროვეობის ჯორჯ ვაშინგტონია (ტექსტი უცვლელია).

იმ პერიოდისთვის, ლორდის განცხადება არ იყო ლიტონი სიტყვები. რეიხსკანცლერი დანაპირებებს ასრულებდა. უმუშევრობა ფაქტიურად ნულამდე დავიდა, რეიხსმარკას მართლაც რომ ფასი დაედო და კონვერტირებად ვალუტად იქცა. ხუმრობა ხომ არ იყო 1 რეიხსმარკა – 4 აშშ დოლარს უდრიდა.

1936 წლის დეკემბერში შემაშფოთებელი სიგნალი მიიღეს გერმანიის უშიშროების სამსახურში (SD). მათი აგენტები ირწმუნებოდნენ რომ პარიზსა და ვარშავაში, ისევე როგორც ლონდონში არ ეპიტნავათ რეიხის მდგრადი სახელი სამყაროში და მოსალოდნელი იყო ტერორისტული აქტი რეიხის როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო ლაინერებზე. SD-მ გაფრთხილება არ აღიქვა პროვოკაციად და რეალურად პირველმა მსოფლიოში, პრაქტიკაში გამოიყენა საჰაერო და საზღვაო მარშალების ინსტიტუტი. გავიდა ნახევარი წელი და მოსალოდნელი ტერაქტი არ შედგა. უშიშროებამ კი ისე ყოველი შემთხვევისთვის თავის ლაინერებს მხოლოდ თითოთითო ოფიცერი აკმარა. 1937 წლის შემოდგომაზე ნიუ–ჯერსში კატასტროფა განიცადა დირიჟაბლმა ,,ჰინდენბურგმა,,. როგორც გახსნილი არქივებიდან ირკვევა მიულერის უწყებამ კატასტროფის საწინდრად ტერორისტული აქტი დაასახელა. ესდე გულგრილი ვერ დარჩებოდა ამ შემთხვევის მერე და ყურადღება გააათკეცა ყველა ობიექტზე.

დღემდე ვერც აშშ–გერმანიის ერთობლივმა საგამოძიებო კომისიამ ვერ დაადგინა თუ რა მიზეზით განიცადა ავარია დირიჟაბლმა. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ გერმანული დაზვერვის პირველი სიგნალი სწორი გამოდგა. 1938 წლის მარტში გერმანიამ ავსტრიის ანშლუსი განახორციელა. ამიერიდან ევროპულ რუქაზე ავსტრია ოსტმარკმა შეცვალა. თითქოსდა ესესელების კოლონას ებრაელთა დევნა უნდა დაეწყო ჰაბსბურგების მიწაზე, მაგრამ მოხდა სასწაული – პროგნოზი არ გამართლდა. ეს ყველაფერი 1943 წელს ჰიტლერის დედის პირადმა ექიმმა, ავსტრიის მოქალაქემ დოქტორმა ბლოხმა დაუდასტურა აშშ–ს დაზვერვას. ბლოხმა განაცხადა, რომ მას უფლება ჰქონდა გაეგრძელებინა ანშლუსის შემდეგ სამედიცინო პრაქტიკა მშობლიურ ლინცში, გაეყიდა ოფიციალურად საკუთარი კერძო სახლი და ესარგებლა მესამე რეიხის პასპორტით. მან გაიხსენა ჰიტლერის სიტყვები: ყველა ებრაელი რომ ჰგავდეს ლინცელ ებრაელს, დღის წესრიგში არ დადგებოდა თქვენი საკითხი !!!

პოლონური საკითხი თითქოსდა ევროპაში მოგვარებულ იქნა 1930–იანი წლების პირველ ოთხწლეულში. ოფიციალურად სლავურ სახელმწიფოს რეიხთან მეგობრობის და თავდაუსხმელობის პაქტი აკავშირებდა. მეტიც, პოლონეთის მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის უპირატესობაც კი ჰქონდა მესამე რეიხში. მარშალ პილსუდკსის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იოზეფ ბეკი გერინგის საუკეთესო მეგობრად იყო შერაცხული, რომ არაფერი ითქვას მისივე კოლეგა ფონ რიბენტროპზე. 1937 წლიდან გახშირდა ურთიერთობა ვარშავასა და ბერლინს შორის. ბეკი მზად იყო პოლონეთის მიზაწე ერთგვარი კორიდორი შეექმნა ვერმახტისთვის და გზა დაეთმო აღმოსავლეთის ვრცელი ტერიტორიებისკენ. თავად რეიხსფიურერი ჰიმლერი დაინტერესდა წინადადებით და ვარშავაში თავდაცვის მინისტრს ესტუმრა. სადილზე კი სტუმარმა მოულოდნელად აღნიშნა რომ მას 1923 წელს იტაცებდა კომუნისტური იდეები და საბჭოთა რუსეთის საელჩოსთვის ვიზისთვისაც კი მიუმართავს, რათა ოჯახით გადასულიყო საცხოვრებლად რუსეთში.

დასაფლავება დუსელდორფში

პოლონეთი ძალას არ იშურებდა კოჭი გაეგორებინა გერმანიისთვის. არც გერმანია ივიწყებდა მეგობარ სახელმწიფოს. ყველასთვის მოულოდნელად რეჩ პოსპოლიტამ რეიხის 12 000 ებრაულ დეპორტაციას 1938 წელის ოქტომბერში მხარი აუბა და ებრაელთა ნაწილობრივი დეპორტაციის კანონი მიიღო. ეს კი ნიშნავდა იმას რომ ქვეყნებს შორის სასაზღვრო ზოლში მცხოვრები ებრაელები რეალურად კარგავდნენ პოლონეთის მოქალაქეობას. ესდე გამოცოცხლდა, რადგან სტუმრები სწორედ მათ სახელმწიფოს მიაწყდნენ. ფონ რიბენტროპის უწყებამ გადაწყვიტა დეპორტირებულებისთვის მიეცა დროებითი რეიხსპასი (პასპორტი). რამდენად კოჭის გაგორებას ჰგავს ყოველივე რეიხის მოკავშირეს მხრიდან სულ მალე გაცხადდა.

პარიზი 1938 წლის 7 ნოემბერი. გერმანიის საელჩოში დილით ადრე პუნქტუალურად გამოცხადდა მესამე ელჩი ერნსტ ფონ რატი. საფრანგეთამდე ის ჯერ რუმინეთში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებით. ზოგადად, ჰიტლერს არ უყვარდა დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ ფონ რიბენტროპის და მისი წინამორბედის ბარონ ფონ ნოირატის აზრსს მაინც იზიარებდა. რამდენიმე წუთში რეიხის საელჩოს მიადგა ახალგაზრდა ადამიანი გვარად ჰერშელ გრინშპანი. გერმანელებს ჩვევად ჰქონდათ რომ სტუმრების ვინაობას უშიშროება გააკონტროლებდა და ებრაელი ყოველგვარი ჩხრეკის გარეშე ფონ რატის სამუშაო ოთახში აღმოჩნდა. ოფიციალური ვერსიით ფონ რატს ებრალისთვის რეიხსპასი უნდა გადაეცა, რადგანაც ეს უკანასკნელი ოჯახთან ერთად რამდენიმე წლის წინ პოლონეთში გადაბარგდა. გაისმა იარაღის გასროლის ხმა. აქ კი გამოცოცხლდა საელჩოს პერსონალი. მათ წინ საზარელი სურათი იდგა: დიპლომატი სისხლში ცურავდა. მკვლელი თავადვე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა ესდეს. ამ უკანასკნელმა კი გრინშპანი პარიზის პოლიციას გადასცა.

მომხდარის გამო ჰიტლერის პირადი ექიმი კარლ ბრანდტი სპეციალური რეისით პარიზში გაფრინდა. მასთან ერთად იმგზავრეს გერმანელმა კრიმინალისტებმაც. ბრადტმა ვერ შეძლო თანამემამულეს გადარჩენა. შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელსაც სათავეში სტატს ფიურერი ვაიცზეკერი ჩაუდგა (გფრ–ს პრეზიდენტი მამა). კომისიამ დაიწყო ვერსიების შესწავლა. პირველი ვერსია საოცარი გამოდგა. კერძოდ, მკვლელი და მისი მსხვერპლი საყვარლები ყოფილან. კარლ ბრადტმა როგორც ექიმმა ყოველივე გააქარწყლა იმავე დღეს. მეორე ვერსიაც შეუგდეს ვაიცზეკერს – ბუქარესტში მუშაობის პერიოდში ვითომცდა ფონ რატი ჰიტლერის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა თავის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან. მოწმედ გვარებიც კი დასახელდა, მაგრამ იმავე დღეს აღმოჩნდა რომ შეთითხნილი მოწმეები არასდროს არ მუშაობდნენ ბუქარესტში. ასე რომ, გამოირიცხა ჰიმლერის უწყების კვალი.

სანამ ვაიცზეკერი ვერსიების მთელ კასკადს ამუშავებდა, საგანგაშო ცნობა მოვიდა ბერლინიდან. რამდენიმე სიონისტურმა ორგანიზაციამ ჰერშელ გრინშპანი გმირად გამოაცხადა. ყველაფერი ცხადი გახდა რეიხის კომისიისთვის და მათ რეიხსკანცელარიას აცნობეს რომ საფრანგეთს დატოვებდნენ. გერმანულმა მხარემ მკვლელის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ ფრანგებისგან უარი მიიღო.

ფონ რატზე თავდასხმის შემდეგ ზემოთმოყვანილი ფაქტები კატასტროფული სიჩქარით ვითარდებოდა. ამასობაში ბერლინში გამოიცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ებრაელებს ეკრძალებოდათ ქვეყანაში კულტურული მოღვაწეობა, მათ შორის ებრაული გაზეთების გამოცემაც. საინტერესოა რომ აღნიშნული ბრძანება არ შეეხოთ ებრაელ ბავშვებს რომლებიც გერმანულ სახელმწიფო სკოლებში გადიოდნენ განათლებას ! ალბათ ესეც ერთგვარი პარადოქსია !!!

გამოძიებამ დაადგინა, რომ საბუთები ფონ რატის სამუშაო კაბინეტიდან პარიზულმა პოლიციამ წაიღო როგორც ნივთმტკიცებულება. რეიხსპასის არსებობა არც უარყვიათ და არც დაუდასტურებიათ. ვაიცზეკერმა საკმაოდ ლოგიკური კითხვაც კი დასვა: რატომ ფონ რატი და არა პირველი ელჩი სამიზნედო? პასუხიც მარტივი გამოდგა: პირველ ელჩთან შეხვედრაზე შესვლა რთული იყო იმ გაგებით, რომ სტუმარი საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს უნდა გაეჩხრიკა.

გამოძიებამ დაადასტურა რომ ჰერშელი ბიძასთან ერთად არალეგალურად ცხოვრობდა პარიზში. ჰერშელის და კი პოლონურ ლოძში ბინადრობდა, რომელიც ძმას ფინანსურ დახმარებას სთხოვდა.

პროპაგანდის მინისტრი დოქტორი იოზეფ გებელსი 9 ნოემბერს ბერლინის რადიოთი გამოვიდა და განაცხადა:

– ჩვენი დიპლომატის მკვლელობამ რეიხი საგონებელში ჩააგდო. ვაცხადებ რომ ნაციონალ-სოციალისტური პარტია არ დავა იმ დონემდე რომ ებრაელებზე შური იძიოს, თუმცა რეიხის მტრები თუ კვლავ გააგრძელებენ ტერაქტებს და არიული რასის აუგად მოხსენებას, ხალხს გვერდზე პოლიცია არმიასთან ერთად დაუდგება და ყველა ჯურის მტერს მოეღება ბოლო.

მდგომარეობა დაიძაბა და მესამე რეიხის არიელი მოსახლეობა ებრაელებს დაერია. პოლიცია მდგომარეობას ფიზიკურად ვერ აკონტროლებდა მას შემდეგ რაც რაც მოიერიშეებს ჰიმლერის ესესელებიც შეუერთდნენ.

ჰერშელის ექსტრადირება მხოლოდ 1941 წელს განხორციელდა. ვიშის მთავრობის მეთაურს მარშალ პეტენს ბერლინიდან მაღალი რანგის ჩინოსნები ესტუმრნენ და საქმეც გაიჩარხა. გებელსმა საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მოითხოვა, თუმცა ჰიტლერი და რიბენტროპი წინააღმდეგნი წავიდნენ. მეტად საინტერესო ფაქტი: ბოლოს დიპლომატის მკვლელი ადოლფ ეიხმანმა 1944 წელს დაჰკითხა. ზოგიერთ გერმანულ წყაროს თუ დავესესხებით, ეიხმანმა შეძლო და გრინშპანი დიადი გერმანიის სამსახურში გადაიბირა. თითქოსდა ეს ვერსიაც არ უნდა იყოს რეალობას აცდენილი, რადგან 1961 წელს ეიხმანმა სასამართლოზე გრინშპანის სიკვდილით დასჯა თავისივე ხელქვეითების მხრიდან უარყო. მისივე თქმით გრინშპანის საქმე 1944 წლის შემოდგომაზე ეიხმანის უწყებას ,,წაართვეს,,. ამის შემდეგ ჰერშელის კვალი სამუდადამოდ ქრება.

რეალურად ებრაელთა ექსტრადირების საკითხი მოკავშირე გერმანიასა და პოლონეთს შორის იმდენჯერ არის დაფიქსირებული, რომ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ერნსტ ფონ რატის მკვლელობას სტატს ფიურერმა ვაიცზეკერმა ომის შემდეგ ვანდალური აქტი უწოდა. – ხუთი ტყვია დაახალეს ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად ვერაფერს წყვეტდა. მომავალში სახელმწიფოებმა არასდროს არ უნდა ივაჭრონ ერებით საკუთარივე კეთილდღეობისთვის. მკვლელობა იყო პროვოცირებული და ყოველივე ,,ბროლის ღამე,,–თი დასრულდა. ეს არის ყველა ერის ტრაგედია . ერსნტ ფონ რატი პარიზში ბინას ქირაობდა, ჰერშელს სულ არ ექნებოდა პრობლემა რომ მკვლელობის ადგილად დიპლომატის სახლი აერჩია,,.

მესამე რეიხის არსებობის ისტორიაში, საკმაოდაა ფაქტები, როდესაც მათ ქვეშ მყოფი პროტექტორატის მოქალაქენი ცხოვრობდნენ ისე, როგორც გერმანული ოჯახები ეკონომიურად, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა. სტატიას კი ადოლფ ჰიტლერის სიტყვებით დავასრულებთ: – პოლიტიკა? ეს სიტყვა კაცუნების საქმეა !!!

ბექა კვიციანი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სამართლიანობა, კანონიერება, ჰუმანურობა არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რითაც ხელისფლებაში მოვედით
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ყველაზე საშიში ნარკოტიკის მოხმარებამ 90%-ით იკლო, რაც ჭიკაიძის დამსახურებაა