ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს

ხვალ, 11:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

საწარმოს საინვესტიციო მოცულობა 85 მლნ დოლარია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული კომპანია ELBIT Systems – Cyclone საქართველოსთან თანამშრომლობას იწყებს. მაშტაბურ საწარმოში, რომელიც საინვესტიციო ფონდის თანადაფინანსებით აშენდება, თვითმფრინავის ნაწილებს კომპოზიტური მასალისგან მსოფლიოში ცნობილი ELBIT Cyclone ბრენდის ქვეშ დაამზადებენ.

საწარმოში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

banner
წინა სტატიაშიაჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ფესტივალი “განდაგანა” ჩატარდა
შემდეგი სტატიათსუ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში კვლავ დაწინაურდა