აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ფესტივალი “განდაგანა” ჩატარდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში ფესტივალი “განდაგანა” ჩატარდა. ევროპის მოედანზე მიმდინარე ორდღიანი ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იყო აჭარული სოფლის წარმოჩენა. ქალაქში მყოფ ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმიდან გაუსვლელად მაღალმთიან აჭარაში ემოგზაურათ.
ბათუმის მთავარ მოედანზე მოწყობილი იყო ეკოტურიზმის, ღვინის, რძის პროდუქტების, თამბაქოს, თაფლის, აჭარული კერძების, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის კუთხეები. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, ფესტივალი ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზე იყო მორგებული.
ფესტივალ “განდაგანას” პარალელურად ზღვისპირა ქალაქში “ბათუმობის” დღესასწაული აღინიშნება. “ბათუმობის” ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ, ფერადი ქოლგებითა და ბუშტებით არის მორთული.
5-6 სექტემბერს ბათუმი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და კონცერტებს მასპინძლობს. გუშინდელი საღამო მებო ნუცუბიძემ და ჯგუფმა “BEARFOX” დაასრულა. დღეს, ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს შოუს ცნობილი ანდალუზიელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა გამართავს. ანბანის კოშკთან ჩატარდება საღამოს უფასო კონცერტები ბათუმური ჯგუფების შესრულებით. ასევე, “ბათუმობის” ფარგლებში, ბათუმის მუსიკალური ცენტრი ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს უმასპინძლებს, სადაც აჟღერდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები.

banner
წინა სტატიაშიიოსებიძის ქუჩაზე გველი დაიჭირეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს