ირაკლი ღარიბაშვილი: იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო სამართლებრივი პროცედურები დაეწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ არჩევანი უკვე გააკეთა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ამის შესახებ პრემიერმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ესტონეთში ტაავი რიივასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ მსურდა აქ სააკაშვილის შესახებ მესაუბრა, მაგრამ რამდენადაც კითხვა დაისვა, უნდა ვუპასუხო. მე ვფიქრობ ეს მისი გადაწყვეტილება, არჩევანი იყო მიეღო უკრაინის მოქალაქეობა, როდესაც ოდესის მმართველი გახდა. საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრი ვალდებული იყო სამართლებრივი პროცედურები დაეწყო. რაც შეეხება მის მომავალ პოლიტიკურ მიზნებს, არ მაქვს განზრახვა რომ მისი ადვოკატი გავხდე და არ მინდა მისი მომავალი ვიწინასწარმეტყველო, რადგან ამ კაცმა უკვე აირჩია თავისი გზა და მომავალი პოლიტიკური მიზნები“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა შანსი სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს, პრემიერმა აღნიშნა, რომ „თუ ნებისმიერ ჩვეულებრივ ქართველს კითხავთ, პასუხი იქნება – არა“.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ეკა გიგაურის პოლიტიკაში წასვლას აანონსებს–ვის დაავალეს ოთხეულის დაფინანსება?!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: რევოლუციის მომზადება სააკაშვილის ოცნებად დარჩება