ირაკლი ღარიბაშვილი: ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა “თავისუფალი ზონა”, ანდრო ბარნოვი და სხვები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ, ცდილობენ სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბონ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ასეთი პროვოკაციებით ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა “თავისუფალი ზონა”, ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ძაბავენ სიტუაციას,”- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის აშკარა, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც დასჯადია.

banner
წინა სტატიაშიგორის მაჟორიტარი კონფლიქტისპირა სოფლების განსაკუთრებული მზრუნველობის ზონებად გამოცხადებას ითხოვს
შემდეგი სტატიათავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი 4 საათზე გაიმართება