თავისუფალი ზონის წევრების სასამართლო პროცესი 4 საათზე გაიმართება

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

ხურვალეთთან გუშინ დაკავებული თავისუფალი ზონის წევრების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე არ დაწყებულა.

ადვოკატი დაკავებულებთან გასაუბრებას დილიდან ცდილობდა, თუმცა მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა. ამ დროსთვის 5 აქტივისტი სასამართლოს შენობაში იმყოფება და სხდომა 4 საათისთვის დაინიშნა.

თავისუფალი ზონის წევრებს წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან.

საქმე გუშინ სოფელ ორჭოსანთან მომხდარ ფაქტს ეხება. ორგანიზაციის წარმომადგენლებს მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება სურდათ, თუმცა უთანხოება ადგილობრივებთან მოუვიდათ.

მოსახლეობა პროტესტის შეჩერებას ითხოვდა. მათი განცხადებით, აქციის გამო ოკუპანტების რეაქციის ეშინიათ.

შეხლა-შემოხლაში ორივე მხარე მონაწილეობდა. თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის წარმოება მხოლოდ აქციის გამართვის მსურველების მიმართ დაიწყო.

ყველაზე მცირე მათ 100-100 ლარის ჯარიმა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა “თავისუფალი ზონა”, ანდრო ბარნოვი და სხვები, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილსა და სამართალდამცველებს შორის შეკამათება მოხდა