ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო არჩეული კურსის ერთგულია და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის, რაც ევროკავშირის მხარდაჭერის მკაფიო დასტურად შეაფასა.

banner
წინა სტატიაშიაქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ჩვენ გავათავისუფლებთ კორუმპირებული მერებისგან და გამგებლებისგან ქვეყანას