სერგო რატიანი: ჩვენ გავათავისუფლებთ კორუმპირებული მერებისგან და გამგებლებისგან ქვეყანას

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ნაციონალური მოძრაობა ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას აჯამებს. საბჭო, დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში მუშაობდა. ამ წუთებში კი ნაციონალური მოძრაობის წევრები კონკრეტულ ფაქტებს არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობენ.

“ჩვენ გავათავისუფლებთ კორუმპირებული მერებისგან და გამგებლებისგან ქვეყანას,”-განაცხადა სერგო რატიანმა.

ანტიკორუფციული კომისია სექტემბრის მეორე ნახევრიდან განაახლებს მუშობას. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მათი სამიზნე დიდი ქალაქები იქნება.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავენ.

“ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის მეთაურობით, ხელისუფლება არ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე,” – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია