ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს შეხვდა. როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და გაერო¬ს, როგორც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2”-ის ეთერში კომპანიის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო “თაიმერის”გამოკითხვის თემას 1144 მკითხველი გამოეხმაურა