ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის გეგმებს იწონებს

„ქართული ოცნების“ ახალი აღმასრულებელი მდივანი მიესალმება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, გეგმებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორში ნამდვილად არის პრობლემები კვალიფიკაციის თუ პატიოსნების თვალსაზრისით.

„სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად საჭიროებს გაჯანსაღებას. არასამთავრობო სექტორში, ისევე, როგორც ყველა სხვა სეგმენტში, არის სირთულეები, დაწყებული კვალიფიკაციის პრობლემით, დამთავრებული პატიოსნების კუთხით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გეგმებს დოკუმენტური ფილმების გადაღების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს კარგი იდეაა საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის.

„ძალიან კარგი იდეაა. კომუნიკაცია ზოგადად შესაძლებელია, გაუმჯობესდეს მოსახლეობასთან საზოგადოების სხვადახვა სეგმენტთან და ასეთი დოკუმენტური ფილმებიც არის ძალიან კარგი ფორმა კომუნიკაციისა მოსახლეობასთან,“ – დასძინა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს პრობლემა არსებობდა, თუმცა პრობლემა გადაიჭრა,” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის ნათესაურ კავშირებზე
შემდეგი სტატიაევროსაბჭოდან, შესაძლოა, რუსეთი გარიცხონ – შეცვლის თუ არა ყვითელ ბარათს წითელი?