ირაკლი ალასანია 3 აპრილს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს

საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგს 3 აპრილს გამართავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ალასანიამ დღეს, საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ამ საკითხზე დღეს უნდა ესაუბრა, თუმცა წინასასამართლო სხდომის გამო განცხადების გაკეთება გადადო.
ხელშეკრულებაზე სპეციალურ ბრიფინგი პარასკევს, 12:00 საათზე გაიმართება.
როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებას მინდია ჯანელიძე ითხოვდა, რომელიც ალასანიას მინისტრობის დროს კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა.
ჯანელიძის თქმით კი, ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ დავით ჭედია თანამდებობაზე აღდგება
შემდეგი სტატიაუკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კვლავ უარი განაცხადა