უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე კვლავ უარი განაცხადა

საქართველო ახლა ჩამოვარდნილია რადარებიდან

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება. “უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქმის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ არსებობს რისკები იმისა, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლიტიკური მოტივებით მის დევნას ისახავს მიზნად” , – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების თხოვნით 17 თებერვალს მიმართა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსტრადიციის მოთხოვნით ორჯერ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია 3 აპრილს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო