ირაკლი ალასანია: ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

„ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა და განხორციელდა”, – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალსანიამ, გააკეთა.

ირაკლი ალასანია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა.

„ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა და განხორციელდა. ფაქტია, რომ თავდასხმა რუსული სამხედრო ძალის მიერ განხორციელდა. ძალიან გონივრულად, მომზადებული მტკიცებულებებით უნდა დავხვდეთ გამოძიებას. იმის ეჭვიც გვაქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, გამოძიების ჩატარების საშუალებას, სავარაუდოდ, არ მისცემენ, თუმცა გამოძიების განვითარებას დაველოდოთ“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჰააგის პროცესის განახლება შესაძლებლობაა, რომ საქართველომ მასშტაბური გამოძიების შედეგები წარადგინოს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს