გიორგი კვირიკაშვილი: ჰააგის პროცესის განახლება შესაძლებლობაა, რომ საქართველომ მასშტაბური გამოძიების შედეგები წარადგინოს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სასამართლოსგან საქართველოს ოკუპირებულობის თემის კიდევ უფრო გამყარებას ელოდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რას ელოდება ჰააგის სასამართლოსგან.
“ჰააგის პროცესის განახლება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ წარადგინოს იმ მართლაც უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოძიების შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე ჩავატარეთ. მაგრამ სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებში არ მიგვიწვდება ხელი ინფორმაციაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო ალბათ კიდევ უფრო გაამყარებს იმას, რომ საქართველო ოკუპირებულია, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია დღეს საქართველოში.
“2008 წლის შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობა დაემატა ამ სამწუხარო რიცხვს, რეალურობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსირება მოხდა და რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და ვითანამშრომლებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა არეშიძე: ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ გამორიცხული არაა, რომ შეტევა საქართველოში, საელჩოებზე განხორციელდეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ცხინვალის რეგიონიდან ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა