ირაკლი ალასანია: არ ვიცით ჩვენ, რას მოაწერა თინამ ხელი

არ ვიცით ჩვენ რას მოაწერა თინამ ხელი – აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხიდაშილს მიერ საფრანგეთში თავდაცვითი შესაძლებლობების თაობაზე გაფორმებული დოკუმენტის შესახებ.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის შეთანხმება, რის მემორანდუმსაც მე მოვაწერე ხელი, 100 პროცენტით განხორციელდეს. ამის თქმის საშუალება მაშინ გვექნება, როდესაც ვნახავთ შეთანხმებას,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

მას იმედი აქვს, რომ პარლამენტარებს უკვე დაყენებული ექნებათ თავდაცვის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხი, რათა ნდობის ჯგუფის ფარგლებში, გაარკვიონ თუ რას მოეწერა ხელი.

“მე ვიქნები ბედნიერ, რომ ის დაწყებული საქმე 100 პროცენტით განხორციელდეს, მაგრამ ჯერ გასარკვევია არის თუ არა ეს ის შეთანხმება,” – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის იგივე ხელშეკრულება” – დავით ბაქრაძე საფრანგეთში გაფორმებულ დოკუმენტზე
შემდეგი სტატია“მზიურის” ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს