“მზიურის” ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“მზიურის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოების დროს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 40-დან 50 წლამდე მამაკაცია. მისი ცხედარი მდინარის პირას მოხალისეებმა იპოვეს და მაშველებს შეატყობინეს. მაშველების და მოხალისეების მიერ ეს უკვე მეოთხე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში “მზიურში” იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ივლიტა ჯიბუტია. “მზიურის” ტერიტორიაზე ნაპოვნია ასევე ინდირა ზარანდია და მაშველი ზურაბ მუზაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: არ ვიცით ჩვენ, რას მოაწერა თინამ ხელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ზარალის ოდენობამ, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს