“ინტერპოლის” მიერ ძებნილი პირი საქართველოს საზღვარზე დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის პროკურატურის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე, 43 წლის არტაკ მკრტუმიანი საერთაშორისო ძებნაში მისი დაკავებისა და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით 2014 წლის 10 მაისიდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

როგორც ირკვევა, ძებნილმა გასული წლის 10 მაისს, უკრაინის ქალაქ კრივოი როგში მომხდარი ჩხუბის დროს მოქალაქე რუდიაკს ზურგში დანა ჩაარტყა და მძიმე დაზიანება მიაყენა.

მკრტუმიანი „დარიალის“ სასაზღვრო პუნქტის გავლის დროს დააკავეს.

ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირამ გამოიწვია ავარია პეკინზე?-დაღუპულია ერთი ადამიანი
შემდეგი სტატიამიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება – თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა