ინვესტიციები და მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება – აცხადებს პრემიერმინისტრი

“აღსანიშნავია ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტქნდენცია. ქვეყნისა და მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება, რაც კარგი ნიშნანია,” განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განცხადებით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 1 მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

“გამოიკვეთა სამი უმსხვილესი სექტორი, რომელთა წილმა გსულ წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა, გასულ წელს პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ ბიზნესექტორთან კომუნიკაციის შედეგად, მათ თქვეს, რომ საუკეთესო წელი იყო მათთვის 5 წლის განმავლობაში. თუმცა, მისივე თქმით,  ტელევზიიების უმეტესი ნაწილი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და აჩვენონ, რომ ქვეყანაშირთული ვითარებაა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებს.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის გასახსნელად ზეწოლა იწყება – აცხადებს რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიადღეს ეკონომიკური გუნდი თავის ხედვას კომიტეტზე წარადგენს