რკინიგზის გასახსნელად ზეწოლა იწყება – აცხადებს რომან გოცირიძე

ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე, ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე, აფხაზეთში რკინიგზის გახსნის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ თემასტან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას მალავს…

,,რუსეთი აძალებს საქართველოს, რომ აფხაზეთის საზღვართან შვეიცარიული ფირმა ჩააყენონ. ჩვენი მთავრობა ამას საკუთარ მოთხოვნად და გამარჯვებად გაასაღებს. რუსეთს ეს მექანიზმი რკინიგზის გასახსნელად სჭირდება, რათა აფხაზეთიც ” დამოუკიდებელი” იყოს და საქართველოს სუვერენიტეტიც დაცულად ჩანდეს. რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებაშიც ჩაიდო საბაჟო პრობლემის გვერდის ავლის მექანიზმი. კარასინ-აბაშიძის ფორმატი უკვე საფრთხის შემცველი ხდება. ეს საკითხები პრაღაში ბოლო შეხვედრისას გადაწყდა. იურიდიული და ტექნიკური ბაზა უკვე მომზადებულია. ჩვენ უკვე არაფერს გვაძლევს შვეიცარიელების საზღვარზე დგომა. მალე დიდი ზეწოლა დაიწყება რკინიგზის გასახსნელად. ხელისუფლება რაღაცას მალავს. მხოლოდ ორიოდე ადამიანია როგორც ჩანს საქმის კურსში. ყველაფერი მალე გამოჩნდება.,, აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშილავროვმა ჩირიკბასთან მოლაპარაკება შეაჯამა
შემდეგი სტატიაინვესტიციები და მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება – აცხადებს პრემიერმინისტრი