ინგლისელი ფეხბურთელი სტადიონზე სექსის გამო გუნდიდან გააგდეს

364571ინგლისის ქვედა დივიზიონებში მოასპარეზე ერთერთი უძველესი საფეხბურთო კლუბის (დაარსებულია 1877 წელს) ,,ქლითერო,,ს (clitheroe) თავდამსხმელი ჯეი ჰარტი გუნდიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სტადიონის ტერიტორიაზე, პირდაპირ სათადარიგო მოთამაშეთა ჩამოსაჯდომზე, გულშემატკივარ ქალთან  სექსით იყო დაკავებული…

მალე ამ ამბის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც ინტერნეტით გავრცელდა… თავად ჰარტმა კი, რამდენიმე დღეში ბოდიში მოიხადა…

,,მე ბოდიშს ვუხდი გუნდს, ჩემს ოჯახს, ყველა ადამიანს ვინც კი ,,ქლითერო,,სთან არის რამეთი დაკავშირებული,, განაცხადა ჰარტმა და აღნიშნა რომ ის იმ დღეს მთვრალი იყო… ,,ზომაზე მეტი დავლიე… აზრზე არ ვარ ვინ იყო ის ქალი… მას მერე არც ერთხელ არ შევხვედრივარ… ვწუხვარ იმის გამო რაც ჩავიდინე და არა იმის გამო, რომ გამომიჭირეს,, განაცხადა ჰარტმა ინგლისურ მედიასთან…

გავრცელებული ინფორმაციით ჯეი ჰარტს ბოდიშმა და წუხილმა ვერ უშველა, რადგან მასთან, ამ საქციელის გამო, კლუბმა უკვე გაწყვიტა კონტრაქტი.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ნაკანი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს
შემდეგი სტატია„მაფიოზი ივანიშვილი არ უნდა წყვეტდეს, სად განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენცია,” – სერგო რატიანი