„მაფიოზი ივანიშვილი არ უნდა წყვეტდეს, სად განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენცია,” – სერგო რატიანი

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია, მან იქ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ეს უნდა იყოს სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, ის რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დებატები, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, მთავრობა კი სრულიად არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს.

„მაფიოზი ივანიშვილი არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას თუ სად უნდა განთავსდეს ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტისა რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიინგლისელი ფეხბურთელი სტადიონზე სექსის გამო გუნდიდან გააგდეს
შემდეგი სტატიაქართული დელეგაცია ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის შეხვდა