ივლიანე ხაინდრავა – მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე

მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები იყო. “პრეზიდენტი აგრძელებს შეხვედრებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან იმ ფორმატში, რომელიც დადგინდა ჯერ კიდევ შემოდგომაზე. ეს არის რიგით მეექვსე შეხვედრა და შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკას. ზოგადად, იმის თაობაზე, რომ ჩამოყალიბებული იყოს ერთიანი კონსოლიდირებული ქართული პოზიცია ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაში„ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც გადამრჩენელ რგოლად გამოიყენა“
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – მნიშვნელოვანია დაველოდოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მუშაობის დასრულებას