გიორგი აბაშიშვილი – მნიშვნელოვანია დაველოდოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მუშაობის დასრულებას

მნიშვნელოვანია დაველოდოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მუშაობის დასრულებას და მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის წარმოდგენას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკთხებში, გიორგი აბაშიშვილმა იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ რამდენად იზიარებს იგი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.
“გუშინ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს. შეხვედრაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს გააცნეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის ძირითადი პრინციპები. ამავე დროს მთავრობის წარმომადგენლები პრეზიდენტს დაჰპირდნენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში მუშაობის დასრულების შემდეგ, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმას, რომელიც შემუშავდება მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ, ეროვნულ ბანკთან ერთად და სავალუტო ფონდის მისიასთან თანამშრომლობის შედეგად, საზოგადოებას გააცნობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ სწორედ მისიის საქართველოში მუშაობის დასრულებას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივლიანე ხაინდრავა – მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე
შემდეგი სტატიამერიის პრესსამსახური – ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი გადაადგილდება, სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა