„ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ პატაკი, რომ უგულავა დაბინავებულია“

15 თვიანი პატიმრობის დასასრული–”თაიმერის” ფოტორეპორტაჟი

ტელეიმედისა და რიყის გასხვისების ეპიზოდებზე სასამართლო სხდომაზე საათანახევრიანი შესვენება გამოცხადდა, რათა ბრალდებული გიგი უგულავა დასკვნითი სიტყვისთვის მოემზადოს.

როგორც უგულავამ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის დღეს დასკვნითი სიტყვის თქმას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ კი მოსამართლე აღნიშნული პროცედურის გარეშე გამოიტანს განაჩენს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

„დღეს დასკვნითი სიტყვის თქმას არ ვაპირებ და თუ ამის გარეშე გამოიტანს მოსამართლე განაჩენს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დასკვნით სიტყვას. მე მოვითხოვე ერთი კვირა სიტყვის მოსამზადებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ რეპლიკების დრო არ გამოიყენა პროკურატურამ. გინახავთ პროკორატურა, რომელიც ამ უფლებით არ სარგებლობს? ამის კოლეგა პროკურორი გუშინ რწყილს ატყავებდა. ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს ემსახურება, ჩააბარონ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე პატაკი, იმიტომ, რომ მერე იძინებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დაბინავებულია იქ სადაც აქამდე იყო“, – განაცხადა უგულავამ.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, თუმცა როგორც ცნობილია ის ამის გაკეთებას არ აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა მოსამართლე განაჩენს, ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის გარეშე.

banner
წინა სტატიაში“გიგი შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რიგგარეშე არჩევნების მიღწევაში”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი EBRD–ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა