დიმიტრი ქუმსიშვილი EBRD–ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

შეხვედრისას განხილული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და EBRD–ს შორის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში.

მხარეებმა საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა განიხილეს, რომლის მხარდამჭერიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იყო.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონმდებლობის მომზადების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. EBRD–ი ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი – სამთავრობო უწყება, რომელიც სათანადო კანონმდებლობის მომზადების პროცესს წარმართავს. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა უკვე დაიქირავა ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული კონსულტანტები, რომლებიც ქართულ მხარეს სათანადო კანონმდებლობის მომზადებაში დაეხმარებიან.

მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ინვესტორთა საბჭოზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობასა და და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირება კერძო სექტორის განვითარების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსტრუქციული, ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ პატაკი, რომ უგულავა დაბინავებულია“
შემდეგი სტატიაცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა