ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია იმართება

აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან ცაში ზვიგენი გაუშვეს (ფოტო)

ამ წუთებში ხმაურია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ზვიგენის ფორმის ბუშტები, წითელი ბარათები და გრაფიკული გამოსახულება მიიტანეს, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გაუფასურების მაჩვენებელია ასახული.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურას საქმის დროულ გამოძიებას სთხოვენ
შემდეგი სტატიააღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა