გარდაცვლილი კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურას საქმის დროულ გამოძიებას სთხოვენ

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია იმართება.

პროკურატურასთან 5 თვის წინ გარდაცვლილი კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი დროულ გამოძიებას ითხოვენ. შეკრებილებს ასევე მთავარ პროკურორთან შეხვედრა სურთ. მათი თქმით, გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს და დამნაშვეებს პროკურატურა მფარველობს. ისინი მომხდარში პოლიციელს ადანაშაულებენ, მათი მტკიცებით, ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამ წუთებში პროკურატურის წარმომადგენლებს ხვდებიან.

პროკურატურასთან შეკრებილები გამოძიებას 2 კვირიან ვადას აძლევენ.

კობა აღლემაშვილი 2015 წლის 8 იანვარს ვაზისუბანში საკუთარ სადარბაზოსთან ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მივიდა
შემდეგი სტატიაივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია იმართება