იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ქმედებები გამოწვევაა ევროპის და მსოფლიო სტაბილურობისთვის

ბალტიის ქვეყნებში ჩვენი ძალების მობილიზება არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში, ლვოვში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ყირიმში და დონბასში, არის გამოწვევა ევროპული და მსოფლიო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის…

,,რუსეთის ქმედებები ყირიმსა და უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, არამხოლოდ ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგს,  რომელიც ათწლეულების მანძილზე ეფუძნებოდა უსაფრთხოებას… აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენი, იმ ხალხის ვისაც ევროპის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება გვინდა, გამოწვევა,, განაცხადა სტოლტენბერგმა, საერთაშორისო სამხედრო წვრთნების ,,უკრაინა-2015-ის,, ფარგლებში,  ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასის რეგიონში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ კმარა მშვიდობის დასამყარებლად და რუსეთს მძიმე შეიარაღების გაყვანა მოთხოვა რეგიონიდან.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიხატია ბუნიათიშვილი ოდესაში კონცერტით ჩადის…
შემდეგი სტატია,,ვიდრე ქართველებს რასისტობა-ნაცისტობას დაგვწამებენ გაითვალისწინონ!,,