,,ვიდრე ქართველებს რასისტობა-ნაცისტობას დაგვწამებენ გაითვალისწინონ!,,

საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სკოლის სტუდენტი, ნაციონალისტური იდეებითა და ,,ანტი-ლგბტ,, აქციებით ცნობილი ბექა ცხადაძე ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან გარკვეული ნაცისტური ჯგუფების მიერ ჩადენილი ქმედებების გამო გაკეთებული შეფასებები გაზვიადებული და გაუაზრებელია…
,, იმ ხალხსაც მივმართავ, ვინც ერთ კონკრეტულ შემთხვევას ლამის მთელი ერი გადაგვაყოლა… ვიდრე ქართველებს რასისტობა-ნაცისტობას დაგვწამებენ გაითვალისწინონ!
1. საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.
2. ყოველწლიურად საქართველოში ასობით ბავშვის შემთხვევაში არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული ფიზიკური ზრდის პროცესის შეფერხება აღინიშნება.
3. ყოველწლიურად საქართველოში არასრულფასოვანი კვებით ასობით ბავშვი იღუპება.
4. ბოლო აღწერის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4მლნ. ადამიანს არ აღემატება.
5. საქართვეოს 4მლნ. მოქალაქიდან ეთნიკური ქართველების რაოდენობა 70%-ს არ აღემატება.
6. საქართველოს 500 ათასამდე მოქალაქე დევნილია.
7. საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქე ემიგრანტია;
8. გაეროს კვლევით ქართველი ერი გადაშენების პირას იმყოფება.
და ამ პირობების მიუხედავად საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
ცნობილია, რომ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე დასაქმებულია სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ ეს ხდება მდიდარ, განვითარებულ, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონ ადამიანს შეადგენს და არა განვითარებად, ისეთ სახლემწიფოებში, სადაც მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება; მოსახლეობა 4მლნ. ადამიანს შეადგენს და 2 მილიონი ადამიანი ემიგრაციაში იმყოფება; ერთ დროს დომინანტ ეთნოსს გადაშენება ემუქრება,, აცხადებს ბექა ცხადაძე.
www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: რუსეთის ქმედებები გამოწვევაა ევროპის და მსოფლიო სტაბილურობისთვის
შემდეგი სტატიასინგაპურში წარმოდგენილი სუნამო 140 ათასი დოლარი ღირს