იენს სტოლტენბერგი: გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს

გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრამდე გააკეთა.
“გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატო-სა და საქართველო შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს გუშინ, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშისტიქიის გამო, გურიისა და აჭარის აბონენტების ნაწილს დენი არ მიეწოდება
შემდეგი სტატიაქობულეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს