იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს

 

თბილისის 139-ე საჯარო სკოლიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, – ამის შესახებ “თაიმერს” ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის მშობელმა განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი ყველა ბავშვი თავს კარგად გრძნობდა და ისინი სახლში გაწერეს.

ამასთან, სკოლაში საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. სკოლის დირექტორის ნათია ფხალაძის განცხადებით, სკოლაში სწავლის პროცესი ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

“მთლიანად შეისწავლეს სკოლა და არანაირი მომწავლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ სკოლა უსაფრთხოა”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

დღეს 139-ე სკოლიდან 10-მდე ბავშვი ინტოქსიკიაციი ნიშნებით საავადმყოფოში დღეს დილას გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშივაზიანის პოლიგონზე ნატო-ს სტანდარტების ნაღმმტყორცნელთა საველე სწავლება დასრულდა
შემდეგი სტატიაფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა