ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა

 

19-წლამდელთა ელიტრაუნდის ბოლო, მესამე ტურის მატჩები დასრულდა. ვაკის სტადიონზე გიორგი დევდარიანის გუნდი თურქეთის ნაკრებს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

აუტსაიდერთა მატჩს სატურნირო დატვირთვა აღარ ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსი საქართველოს და თურქეთს აღარ ჰქონდათ.

41-ე წუთზე ჩენგიზ უნდერმა გახსნა ანგარიში. 57-ე წუთზე ანგარიში შეცვლაზე შესულმა გიორგი თევზაძემ შესანიშნავი გოლით გაათანაბრა. 87-ე წუთზე საქართველოს გამარჯვება გურამ გოშთელიანმა მოუტანა – 2:1.

ვაკის სათადარიგო სტადიონზე ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები ესპანეთი და პორტუგალია შეხვდნენ.

პირველი ტაიმი ესპანელებმა 2:0 მოიგეს, გოლები აარონ კარიკოლმა და ბორხა მაიორალმა გაიტანეს. მეორე ტაიმშიც ორი გოლი გაიტანეს ესპანელებმა, გოლები მარკო ასენსიომ და ალფონსო პედრასამ გაიტანეს. ამრიგად, ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიიაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ყველა ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს
შემდეგი სტატიარა საეჭვო გარემოებები აღმოჩნდა ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში