ხანგრძლივი ძიების დამთავრების შემდეგ თურქეთის პროკურატურამ ნარკოტიკების და ფსიქონტროპული ნივთიერებების მოხმარება-ყიდვა-გასაღებისთვის ბრალი წაუყენა თურქეთის 53 მოქალაქეს, რომელთა შორის თურქეთში და საქართველოშიც ძალიან ცნობილი კინოსა და ესტრადის მსახიობებიც არიან…
,,სე-ენ-ენ თურქის,, ინფორმაციით, თურქული კინოს ვარსკვლავებს მურათ ილდირიმს, კენან იმირზალიოღლუს, სინემ გურთეკინს, ორჩუნ კორაი ჯანდემირს… წაყენებული ბრალდებით 1 დან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ…. ხოლო რიზა ქოჯაოღლუს 5 დან 15 წლამდე.
მძიმე ბრალდება აქვს ასევე ცნობილ თურქ მომღერალს მეჰმეთ ერდემს, რომელსაც 6 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება…
თურქულმა სასამრთლომ ბრალდებულთა ადვოკატებს საქმის გასაცნობად და დაცვის მოსამზადებლად 5 თვე ვადა მისცა და სასამართლო განხილვა 2015 წლის 15 ოქტომბერს დანიშნა.