აფხაზური რკინიგზა სოხუმი-სანკტ პეტერბურგის რეისს იწყებს

აფხაზური მედიის ცნობით, რკინიგზაზე სოხუმი-სანკტ პეტერბურგის რეისის დაწყება იგეგმება…

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უნიტარული საწარმო ,,აფხაზეთის რგინიგზის,, დირექტორის გურამ გუბაზის განცხადებით, ტურისტული სეზონისთვის მატარებლის პირველი რეისი სანკტ პეტერბურგიდან სოხუმის მიმართულებით 30 მაიის ღამის 1:30 საათზე გადმოვა და სოხუმში 1 ივნის დილის 9:25 საათზე იქნება.

,,მატარებელი თვის კენტ რიცხვებში გავა სოხუმიდან საკტ პეტერბურგის მიმართულებით საღამოს 19:46 საათზე და ორი დღის მერე ბოლო გაჩერებაზე ღამის 2:40 საათზე ჩავა. ვაგონები და მატარებელი კომფორტულადაა მოწყობილი… აქვს კონდიციონერი და ბიო-ტუალეტები… სრული ბილეთი კუპირებულ ვაგონში 6930 რუბლი ეღირება, ხოლო პლაცკარტის ვაგონში 4155 რუბლი. მატარებელი 18 ვაგონისაგან შედგება, რომელთაგან 2 ვაგონი პსკოვში წამსვლელთათვის იქნება… ვგეგმავთ ასევე რეისს ბელგოროდის მიმართულებით,, აცხადებს გურამ გუბაზი.

banner
წინა სტატიაშითურქ კონოვარსკვლავებს ნარკოტიკების გამო ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს