თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს.

თსუ-ის რექტორი ისაუბრებს უმთავრეს სიახლეებზე, ახალ ინიციატივებზე, საერთაშორისო რეიტინგებში უნივერსიტეტის წარმატებაზე, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შემოღებაზე, სამეცნიერო გრანტებსა და პუბლიკაციებზე, ახალ ფაკულტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საინჟინრო სკოლის წარმატებულ სტარტზე, თსუ-ის არქეოლოგების მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაზე, ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმძღვანელოების თარგმანზე, საბიბლიოთეკო ფონდის შევსებაზე, ჩატარებულ აკადემიურ კონკურსებსა და აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის წესში ცვლილებებზე, თანამშრომელთა მხარდაჭერაზე, გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასწრებას გეგმავს