შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუმაიუნ კ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გიგი უგულავა ნებისმიერ ფასად ყავდეს ციხეში”
შემდეგი სტატიათსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიშს ჩააბარებს