თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კორდინაციით.

ინტესიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36 -კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველგან მობილიზებულია სპეცტექნიკა და თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას სწავლობს