თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე ჰყავდა

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

ვფიქრობ, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას ჰყავდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეჯოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა , თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენაზე კომენტირებისას განუცხადა.
ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საგარეჯოელები შუალედურ არჩევნებზე არჩევანს ისევ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთებენ.
“მე ვფიქრობ, რომ საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატას, ვიდრე მას ჰყავდა მიმდინარე წლის მაისამდე, სანამ მე წარმოვადგენდი ამ ოლქს. თამუნა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, ყველაზე აქტიური და მებრძოლი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იმის შემდეგაც მან თავისი საქმიანობა გააგრძელა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების მიმართულებით და უამრავ პროექტში მონაწილეობდა. დღეს მუშაობს სახალხო დამცველის ოფისში და ჩემი აზრით, ეს ის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც მას წაადგება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, საარჩევნო ციკლის დამთავრებამდე დარჩენილ პერიოდში კოალიციის მთავარი ამოცანაა ყველაფერი, რაზეც ამომრჩევლებს ესაუბრებოდნენ 4 წლის თავზე მიიყვანონ ბოლომდე და 2016 წლის ოქტომბერში ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული შედეგებით წარსდგნენ.
“ეჭვი არ მეპარება, რომ საგარეჯოელები იგივე არჩევანს გააკეთებენ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ყველა იმ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რასაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელი: ჩავთვალე, რომ უნდა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება ამომრჩევლის უპატივცემულობაა